ერეკლე II-ის დაბადებიდან 300 წლისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო-შემეცნებითი კონფერენცია

26-28 ნოემბერს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი ერეკლე II-ის დაბადებიდან 300 წლისადმი მიძღვნილ საერთაშორისო სამეცნიერო-შემეცნებით კონფერენციას მართავს.

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ლიტერატურულ ჟურნალ „ანეულის“ რედაქციის ერთობლივი სამეცნიერო-შემეცნებითი კონფერენციის თემაა: „ერეკლე II, როგორც სახელმწიფო მოღვაწე, პოლიტიკოსი და ისტორიული პიროვნება მესამე ათასწლეულის გადასახედიდან“.
საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი კონფერენციის მიზანია, სამეცნიერო გარემოში ერეკლე II-ის, როგორც განსაკუთრებული მოღვაწის მასშტაბურობის წარმოჩენა პოლიტიკურ, დიპლომატიურ, სამხედრო, ეკონომიკურ და კულტურულ-საგანმანათლებლო ჭრილში.

კონფერენციაზე წარსადგენი მოხსენებების პრობლემატიკა და თემატიკა შეზღუდული არ არის. აქცენტირებული იქნება: ქართული ჰუმანიტარული აზროვნების ევროპეისტული რეგისტრები.

კონფერენციის ჩატარების ადგილი:

27-29 ნოემბერი – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, მ. კოსტავას ქუჩა 77, VI კორპუსი;
29 ნოემბერი – იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თესაუ).

განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა: 2020 წლის 5 ნოემბერი.

კონფერენციაში მონაწილეობის მიღების მსურველებმაუნდა შეავსონ განაცხადის ფორმა – გთხოვთ, იხილოთ   დანართი

განაცხადები უნდა გაიგზავნოს ელფოსტაზე: erekleconference@gmail.com;  tamartamriko830@gmail.com.

კონფერენციაზე წარდგენილი მოხსენებები გამოქვეყნდება კონფერენციის მასალათა კრებულში.
გთხოვთ, იხილოთ ნაშრომისა და სტატიის გაფორმების წესი

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები