ირაკლი კობახიძე: “ქართული ოცნების” სრული საარჩევნოს სია სექტემბრის ბოლოს გასაჯაროვდება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნოს სიის პირველი ნაწილი, დაახლოებით, ათ დღეში, ხოლო სრული სია სექტემბრის ბოლოს გასაჯაროვდება.

„თვის ბოლოს გვექნება სრული სია, მანამდე 10 დღის ვადაში გასაჯაროვდება, სავარაუდოდ, სიის პირველი ოცეული, ასეთია გეგმა. რაც შეეხება იმას, თუ ვინ რომელ ადგილს დაიკავებს ამ სიაში, ეს არის პოლიტსაბჭოზე დამოკიდებული. პოლიტსაბჭოს ხელმძღვანლობს ბიძინა ივანიშვილი, მისი ხელმძღვანლობით შევიკრიბებით და მივიღებთ გადაწყვეტილებას თითოეულ ადგილთან დაკავშირებით. რაც შეეხება უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის სიაში წარმოდგენას, ეს არის, რა თქმა უნდა, თავად ბიძინა ივანიშვილზე დამოკიდებული“, – განაცხადა კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები