მარინა ეზუგბაია: კოვიდცენტრებში 230 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, აქედან 21-ის მდგომარეობა მძიმე, სამის კი კრიტიკულია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ამ დროისთვის კოვიდცენტრებში 230 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, აქედან 21-ის მდგომარეობა მძიმე, სამის კი კრიტიკულია.

„230 პაციენტში კრიტიკული პაციენტების რაოდენობა კვლავ სამია. მძიმეთა რაოდენობა შემცირდა ორით და გახდა 21. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო და მასზე მსუბუქია. ჩვენს ცენტრში ახალი პაციენტი არ შემოსულა, გამოჯანმრთელდა ორი და, დღევანდელი მონაცემებით, მკურნალობს ცხრა შემთხვევა.

კვლავ ერთი კრიტიკულად მძიმე პაციენტი გვყავს. მართალია, მისი მდგომარეობა რამდენიმე დღეს სტაბილური იყო, მაგრამ დღეს ცოტა გაუარესება შეინიშნება. ამიტომ, კვლავ კრიტიკულთა სიაში რჩება. გვყავს ერთი მძიმე პაციენტიც“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები