ირაკლი სესიაშვილი: ოკუპანტს არ სძინავს და ჰიბრიდული ელემენტების გამოყენებით, არჩევნებში ჩარევით, რუსეთი ცნობილია მსოფლიოში – არც ჩვენ გვძინავს, ჩვენი სამსახურები მუშაობენ

არიან ორგანიზაციები, მედიასაშუალებები, სოციალური ქსელის ჯგუფები, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც რუსული რბილი ძალის გამტარებლები არიან და ამაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ყოველთვის აქვს ადეკვატური რეაგირება,- ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებთან აშშ- ის ელჩის კელი დეგნანის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისი თქმით, ქვეყნის კანონმდებლობით უცხო ქვეყნის მიერ პოლიტიკური ორგანიზაციების დაფინანსება აკრძალულია და თუ ასეთი გამივლინდება, სახელმწიფო რეაგირებას მოახდენს.

“ოკუპანტს არ სძინავს და ჰიბრიდული ელემენტების გამოყენებით, არჩევნებში ჩარევით, რუსეთი ცნობილია მსოფლიოში, იქ, სადაც სურთ, რომ თავიანთი ინტერესები გაატარონ. არც ჩვენ გვძინავს, ჩვენი სამსახურები მუშაობენ.

მე არ დავაკონკრეტებ, თუმცა, ეს არის რბილი ძალის გასატარებლად. ამაზე საუბარი გვქონდა კომიტეტის დახურულ სხდომაზე, როცა სუს-ის ანგარიშს ვისმენდით. არიან ორგანიზაციები, მედიასაშუალებები, სოციალური ქსელის ჯგუფები, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც რუსული რბილი ძალის გამტარებლები არიან და ამაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ყოველთვის აქვს ადეკვატური რეაგირება,”- განაცხადა სესიაშვილმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა, რომ საქართველო უნდა ელოდოს, რუსეთისგან არჩევნებში ჩარევას, რადგან რუსეთს აქვს ჩარევის სქემა, მათ შორის დეზინფორმაციული კამპანიები და სხვა ძალისხმევა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები