მარინა ეზუგბაია: კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევიდან 11 შემოტანილია, 7 კი ინფიცირებულთან კონტაქტს უკავშირდება
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევიდან შვიდი ინფიცირებულთან კონტაქტს უკავშირდება, 11 კი შემოტანილია.
„გუშინდელი მონაცემებით, იყო 1469 დადასტურებული შემთხვევა, დაგვემატა 18 შემთხვევა და ამჟამად არის 1487. 18 შემთხვევიდან შვიდი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, 11 შემოტანილი შემთხვეაა, აქედან ორი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია. 19-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულების რიცხვი და გახდა 1240“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის კოვიდცენტრებში 220 პაციენტი მკურნალობს.