ნიკოლოზ მეტრეველი: მიხეილ სააკაშვილის მოხეტიალე ცირკის ერთ-ერთი ჯამბაზი, გასტროლიორი ლევან ვარშალომიძე საქართველოში მორიგ ჯერზე ჩამოსულა

 

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში ლევან ვარშალომიძის საქართველოში დაბრუნებას ეხმიანება.

მისი თქმით, ამომრჩეველი ოქტომბრის არჩევნებში კვლავ დაამტკიცებს, რომ მოძალადე მკვლელების დაბრუნებას არასდროს დაუშვებს.

“მიხეილ სააკაშვილის მოხეტიალე ცირკის ერთერთი ჯამბაზი, გასტროლიორი ლევან ვარშალომიძე საქართველოში მორიგ ჯერზე ჩამოსულა.

თუ ამ ფაქტს უფრო სერიოზულად შევხედავთ: ლევან ვარშალომიძემაც და სააკაშვილის სხვა თანამოაზრეებმაც კარგად უნდა შეიგნონ, რომ 2012 წლის შემდეგ ნებისმიერი დონის არჩევნებში საქართველოს მოქალაქეები გასაგებად უმტკიცებდნენ და ოქტომბრის არჩევნებშიც კვლავაც დაუმტკიცებენ, რომ მოძალადე მკვლელების, ელიტური კორუფციის, მარკირებული დეზერტირების, ანტიდასავლური დაჯგუფების ხელისუფლებაში დაბრუნებას არასდროს დაუშვებენ,” – წერს ნიკოლოზ მეტრეველი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები