მარინა ეზუგბაია: კორონავირუსის შვიდი ახალი შემთხვევიდან სამი ინფიცირებულებთან კონტაქტია, ორი შემოტანილია, კიდევ ორი შემთხვევის წყარო ჯერ უცნობია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსის შვიდი ახალი შემთხვევიდან სამი ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი პირია, ორი შემოტანილია, კიდევ ორი შემთხვევის წყარო ჯერ უცნობია და ეპიდემიოლოგიური კვლევები მიმდინარეობს.

„შვიდი ახალი შემთხვევის განაწილება ასეთია: სამი არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, ორი შემოტანილია, მათგან ერთი სატვირთო ავტომობილის მძღოლია, ორ შემთხვევაზე გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევა კონტაქტების მოძიებისა და წყაროს დადგენის მიზნით. გამოჯანმრთელებულების პროცენტული მაჩვენებელი კვლავ 82-ია. კოვიდცენტრებში 239 დადასტურებული შემთხვევა მკურნალობს. მათგან რეანიმაციული და ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში ოთხი კრიტიკული და 16 მძიმე პაციენტი მკურნალობს.
​რაც შეეხება ჩვენი ცენტრის მონაცემებს, გვყავს 18 დადასტურებული შემთხვევა. არც გაწერილა არავინ და არც ახალი პაციენტი მიგვიღია. მძიმე პაციენტების რაოდენობა უცვლელია. რეანიმაციული და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობას ორი პაციენტი განაგრძობს, მათგან ერთი ჯერჯერობით კვლავ კრიტიკულად მძიმეა, თუმცა მისი მდგომარეობა უკვე სტაბილურია, ერთი კი მძიმე პაციენტია. დანარჩენი ინფიცირებულების მდგომარეობა საშუალო და საშუალოზე მსუბუქი გახლავთ“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები