ე.წ. სამხრეთ ოსეთის მთავრობის მეთაური ერიკ პუხაევი გადადგა

გუშინ, 28 აგვისტოს, 21:14 წუთზე თვითგამოცხადებული “სამხრეთ ოსეთის” მთავრობის მეთაური ერიკ პუხაევი გადადგა, ამის შესახებ დეფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის პრესსამსახური იუწყება.
მთავრობის მეთაურმა პრესსამსახურის საშუალებით მიმართა ხალხს და საკუთარი ქმედება გააზრებულად და ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებად შეაფასა.
“დღეს ვიყავი მოედანზე და ვუსმინე ხალხს. ზოგიერთი სკანდირებდა და მოითხოვდა მთავრობის გადადგომას.  ვიღებ მათ პროტესტს და ვტოვებ თანამდებობას, არ მინდა ჩრდილი მიადგეს პრეზიდენტ ბიბილოვის ფიგურას, რომელიც ყოველთვის მხარს მიჭერდა და მამხნევებდა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე”,-განაცხადა ერიკ პუხაევმა.
თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობას 3 წლის განმავლობაში იკავებდა.
მღელვარება ცხინვალში გრძელდება. თვითგამოცხადებული პრეზიდენტი ბიბილოვისა და მთელი აღმასრულებელი ხელისუფლების მოთხოვნით მომიტინგეები ქალაქის მოედანზე დღეს 12 საათიდან შეიკრიბებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები