ამსტერდამი, ბერლინი, პარიზი და ვენა – ავიაკომპანია Georgian Airways-ი სექტემბერში მორიგ ჩარტერულ რეისებს შეასრულებს

ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი ამსტერდამის, ბერლინის, პარიზისა და ვენის მიმართულებით ჩარტერული რეისების განხორციელებას სექტემბერშიც გააგრძელებს. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის მიხედვით, ავიაკომპანია ფრენებს შემდეგი განრიგით შეასრულებს:
• 1 სექტემბერი, თბილისი – პარიზი – თბილისი (გაფრენა 08:15, მოფრენა 19:00);
• 2 სექტემბერი, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენა 10:10, მოფრენა 21:15);
• 3 სექტემბერი, თბილისი – ვენა – თბილისი (გაფრენა 16:30, მოფრენა 00:10);
• 4 სექტემბერი, თბილისი – ბერლინი – თბილისი (გაფრენა 09:30, მოფრენა 17:50);
• 5 სექტემბერი, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:15);
• 7 სექტემბერი, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:35);
• 11 სექტემბერი, თბილისი – ბერლინი – თბილისი (გაფრენა 09:30, მოფრენა 17:50);
• 12 სექტემბერი, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:15);
• 13 სექტემბერი, თბილისი – ვენა – თბილისი (გაფრენა 16:30, მოფრენა 00:10);
• 14 სექტემბერი, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:35);
• 15 სექტემბერი, თბილისი – პარიზი – თბილისი (გაფრენა 08:15, მოფრენა 19:00);
• 19 სექტემბერი, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენა 06:50, მოფრენა 17:15);
• 21 სექტემბერი, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:35);
• 22 სექტემბერი, თბილისი – პარიზი – თბილისი (გაფრენა 08:15, მოფრენა 19:00);
• 26 სექტემბერი, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენა 06:50, მოფრენა 17:15);
• 28 სექტემბერი, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:35);
ავიარეისები Boeing B737-800 და Embraer E195 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას აღნიშნულ საჰაერო ხაზებზე ჩარტერული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა 27 აგვისტოს მიენიჭა.
აგვისტოსა და სექტემბერში დანიშნული რეგულარული და ჩარტერული რეისების განრიგი შეგიძლიათ მოცემულ ბმულზე იხილოთ: http://gcaa.ge/geo/tbilisiout.php

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები