კომუნიკაციების კომისია: „ფორმულას” საზოგადოებრივი მაუწყებლის საავტორო და მომიჯნავე უფლებები არ დაურღვევია

კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „ფორმულას” წინააღმდეგ საზოგადოებრივი მაუწყებლის საჩივარი არ დააკმაყოფილა. საქმე ეხება „ფორმულას” ეთერში განთავსებულ გადაცემას „ფსკერი”, სადაც მოხდა საზოგადოებრივი მაუწყებლისა და გადაცემა „ახალი დღის” ლოგოების და ვიზუალური შეფუთვის უცვლელი სახით გამოყენება.

კომუნიკაციების კომისიის განმარტებით, ტელეკომპანია „ფორმულამ” საზოგადოებრივი მაუწყებლის ვიზუალური კომპონენტები საკუთარ ორიგინალურ კონტენტს, პაროდიის მიზნით დაადო და აღნიშნული ლოგოები მაუწყებლის გაშარჟებისთვის გამოიყენა. საქმის მასალებიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ „ფორმულას” მიზანი იყო სატირულ-იუმორისტული გადაცემის განთავსება და მისი მოტივაცია არ ყოფილა საზოგადოებრივი მაუწყებლისა და „ახალი დღის” ლოგოების და ამავე გადაცემის ვიზუალური კომპონენტების საკუთარი მაუწყებლობის ან გადაცემის ამოსაცნობ ნიშნებად გამოყენება.

შესაბამისად, კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „ფორმულას” პაროდიულ-იუმორისტული მიზნით განთავსებული გადაცემა საავტორო და მომიჯნავე უფლებების არამართლზომიერ გამოყენებად არ ჩათვალა და საზოგადოებრივ მაუწყებელს საჩივარი არ დაუკმაყოფილა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები