ანდრია გვიდიანი: მსოფლიო ბანკმა დაადასტურა, რომ საქართველო კორუფციისგან სრულად თავისუფალი ქვეყანაა

კორუფციისაგან თავისუფლების მიხედვით, საქართველომ მსოფლიოს მასშტაბით გამორჩეულად საუკეთესო შეფასება დაიმსახურა. კერძოდ, ქრთამის აღების შემთხვევების სიმცირის მიხედვით, საქართველო 144 ქვეყანას შორის 10 საუკეთესო ქვეყანას შორის მოხვდა. ასევე, 10 საუკეთესო ქვეყანას შორს დაიკავა ადგილი მოსყიდვის წნეხისგან (სიღრმე) თავისუფლების მიხედვით.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ეკონომისტი ანდრია გვიდიანი მიიჩნევს, რომ მსოფლიო ბანკის მიერ ჩატარებული კვლევა რეალურად ასახავს იმ მიღწევას, რომელსაც საქართველომ ბოლო წლებში გატარებული პოლიტიკის შედეგად მიაღწია.

„კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია საქართველოს პოზიტიურად აფასებს. მათ შორის მსოფლიო ბანკის ბოლო კვლევით დასტურდება, რომ საქართველო სრულად თავისუფალია კორუფციული გარიგებებისგან. თავის მხრივ, რა თქმა უნდა, აღნიშნული მაჩვენებელი მნიშვნელოვანი სიგნალია უცხოელი ინვესტორებისთვის და, ზოგადად, ქვეყნის იმიჯისთვის.
მსოფლიო ბანკის კვლევაში საყურადღებოა ის გარემოება, რომ კორუფციისგან თავისუფლების თვალსაზრისით, ბოლო რვა წლის განმავლობაში არსებითი გაუმჯობესება შეინიშნება. კერძოდ, მოცემული კვლევის მიხედვით, 2012 წელს ქრთამის აღების და მოსყიდვის მაჩვენებლები 10%-ს უტოლდებოდა, ხოლო 2020 წლის მაჩვენებელი 1.4%-მდე არის შემცირებული. ეს სურათი, რა თქმა უნდა, ლოგიკურია იმდენად, რამდენადაც დღევანდელი ხელისუფლების პირობებში პრაქტიკულად არ არსებობს სხვადასხვა პრივილეგირებული ჯგუფები და ე.წ. ელიტური კორუფცია. ბოლო წლებში სრულად აღიკვეთა დაუსჯელობის სინდრომი და ყველა ჩინოვნიკი აცნობიერებს, რომ კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობაზე შესაბამის სამსახურებს მკაცრი რეაგირება ექნებათ. ამას ადასტურებს ის გარემოება, რომ ანტიკორუფციული ღონისძიებების შედეგად, არაერთი ჩინოვნიკი მიეცა პასუხისგებაში, რაც ყველა საჯარო მოსამსახურისთვის წარმოადგენს მაგალითს, რომ არავის არაფერი ეპატიება“, – განაცხადა ანდრია გვიდიანმა.
“ამ კვლევის მიხედვით, მსოფლიო ბანკმა მთელი ოპოზიციური სპექტრი პრაქტიკულად ჩალაგამოვლებული დატოვა და ერთ-ერთი მთავარი მესიჯი გაუბათილა, რომ თითქოს საქართველოში კორუფცია ყვავის. გასაგებია, რომ ოპოზიცია საკუთარი პარტიული ინტერესებიდან მოქმედებს, თუმცა როდესაც ცდილობ ბუზისგან სპილოს შექმნას, ადრე თუ გვიან ეს მცდელობა კრახით დასრულდება. წარმოიდგინეთ, 500-ზე მეტი ბიზნესი ანონიმურად გამოიკითხა, მათგან მხოლოდ 1.3% ამბობს რომ კორუფციის შემთხვევებთან ჰქონდა შეხება და ეს საკითხი მათთვის არსებით პრობლემას არ წარმოადგენს. თუმცა, ოპოზიციამ ალბათ უკეთ იცის რა არის ბიზნესის პრობლემა და რა – არა. ახლა საინტერესოა რას იტყვიან, არ გამიკვირდება რომელიმე “ნაცმოძრაობის” წევრი გამოვიდეს და თქვას, მსოფლიო ბანკი ბიძინა ივანიშვილმა მოისყიდაო,” -განაცხადა ექსპერტმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები