25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა
მთავრობის განკარგულებით, შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. შესაბამის განკარგულებას პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ხელი მოაწერა.
გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო დროშა დაშვებულია ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე.