საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესი შატილის გზაზე დატრიალებული ტრაგედიის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოში, შატილის გზაზე დატრიალებული ტრაგედიის გამო. ისინი გარდაცვლილთა ოჯახებს და სრულიად საქართველოს უსამძიმრებენ.

„ისრაელში და მსოფლიოს ყველა კუთხეში მცხოვრები ქართველი ებრაელები უდიდესი გულისტკივილით ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებს და სრულიად საქართველოს. შეძრწუნებულები ვართ მომხდარი უბედური შემთხვევის მასშტაბით და ამ გლოვის ჟამს გვსურს ჩვენი თანაგრძნობა გამოვხატოთ მოძმე ქართველი ხალხის მიმართ“, – აღნიშნულია საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესის სამძიმრის წერილში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები