„ღვინის ოსტატები“უკვე 7 წელია არსებობს, დღეს კი ახალი განზომილებით გაიზარდა – ოსტატებმა „ტერუარული ღვინისს აზოგადოების“ შემოკრება დაიწყეს.
საზოგადოების წევრები რადიკალურ ნატურალურ მეღვინეობას მისდევენ და ღვინოს ტერუარის პრინციპის მკაცრი დაცვით აწარმოებენ, რაც მათ შემოქმედებას ღვინის haute couture-ს მიაკუთვნებს.
ტერუარზე დაფუძნებული ქართული ღვინის ოსტატები უკვე საუცხოო სეპაჟებს ქმნიან.
„ღვინის ოსტატების“და რამდენიმე მეგობარი მეღვინის ინიციატივით, დაფუძნდა „ტერუარული ღვინის საზოგადოება“, რომლის მიზანი ამ ფილოსოფიის ღვინოების მწარმოებელთა შემოკრებაა.
მეღვინეებმა უკვე მოახერხეს რამდენიმე შეხვედრის და დეგუსტაციის გამართვა. ბოლო დეგუსტაციას „ღვინის ოსტატებმა“ სოფელ წედისში უმასპინძლეს. მეღვინეებმა, ღვინის ექსპერტებმა, ტურისტულმა ოპერატორებმა, ღვინის ჟურნალისტებმა დააგემოვნეს ანდრო ბარნოვის, კახაბერ ვახტანგაძის, ნიკოლოზ ვაჩეიშვილის, გია ჩუბინიძის, ლაშა სოფრომაძის, ბექა ლაჭყეპიანის და კიდევ რამდენიმე მარნის ღვინოები.
საზოგადოება აპირებს ასეთი შეკრებების გაგრძელებას და გამოცდილების და აზრთა გაცვლის სივრცის შექმნას იმ მეღვინეებისთვის, რომლებიც ტერუერულ ღვინოებს აწარმოებენ.