სასამართლომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირი პატიმრობაში დატოვა

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირი პატიმრობაში დატოვა.

აღნიშნული პირები ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით არიან დაკავებულნი. ამ ბრალდებით კიდევ ექვსი არასრულწლოვანია დაკავებული, რომელთა საქმის განხილვაც ცალკე წარმოებად მიმდინარეობს.

ასევე, ცალკე წარმოებად მიმდინარეობს გიორგი შაქარაშვილის ჯგუფურად განზრახ მკვლელობის საქმის განხილვა, რაზეც ხუთი პირია ბრალდებული.

ცნობისთვის, დღეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხზე იმსჯელეს. დაკავებულები წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები