ირაკლი კობახიძე: რთულია, სიტყვებით გადმოიცეს ის მწუხარება, რასაც შატილში დატრიალებული ტრაგედიის გამო თითოეული ჩვენგანი განვიცდით – მთელი საქართველო გლოვობს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე შატილში მომხდარ ტრაგედიას ეხმიანება და გარდაცლილთა ოჯახებს უსამძიმრებს.

“რთულია, სიტყვებით გადმოიცეს ის მწუხარება, რასაც შატილში დატრიალებული ტრაგედიის გამო თითოეული ჩვენგანი განვიცდით. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს. დღეს მთელი საქართველო გლოვობს,”- აცხადებს ირაკლი კობახიძე.

ცნობისთვის, გუშინ, შატილის გზაზე, ბისოსთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 17 ადამიანი გარდაიცვალა, სამი დაშავებული კი მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები