ნიკოლოზ ბარათაშვილის პორტრეტი – კოკი მახარაძე

ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი კოკი მახარაძის ნიკოლოზ ბარათაშვილის პორტრეტს აქვეყნებს.
პორტრეტი შესრულებულია 1966 წელს.
„ბარათაშვილის ფერწერული პორტრეტები ქართულ მხატვრობაში რარიტეტულია. ტილოზე გამოსახულია პოეტის ფრონტალური ფიგურა. ნამუშევარი ასეთ განწყობას ქმნის – ეული და გაუცხოებული რომანტიკოსი ქართულ საზოგადოებაში. ფრაკში გამოწყობილი პოეტი ეყრდნობა ხელჯოხს, სახის ემოციურ გამომეტყველებას ქმნის სევდიანი მზერა. მისი თვალები მიპყრობილია საზეიმო დარბაზისკენ, თითქოს პოეტის გამჭოლი მზერა ქართული საზოგადოების და თავადაზნაურობის მანკიერ ბუნებაზე მიუთითებს.
უკანა ფონზე დომინირებს მონოქრომული ნაცრისფერი, სადაც ბაც ფერებში იკვეთება სვეტების წყება და ეროვნულ სამოსში გამოწყობილი დიდგვაროვნები. რკალზე დგანან ჩიხტიკოპიანი და ჩოხიანი თავადები. „სული ობოლის“ ავტორს და საზოგადოებას შორის დისტანცია იგრძნობა“, – აღნიშნულია მუზეუმის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

კოკი მახარაძე. ნიკოლოზ ბარათაშვილი. 1966. ტილო, ზეთი.
ნამუშევარი დაცულია ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის კოლექციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები