მარინა ეზუგბაია: კორონავირუსის ათი ახალი შემთხვევიდან ხუთი იმპორტირებულია, ორი კი ლენჯერს უკავშირდება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის ათი ახალი შემთხვევიდან ხუთი იმპორტირებულია, ორი კი ლენჯერს უკავშირდება.

„ორის წყარო არის ლენჯერი, ორი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, ხუთი შემოტანილია, ანუ იმპორტირებული პაციენტების შემთხვევაა, აქედან ერთი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია. ერთ შემთხვევაზე ეპიდკვლევა გრძელდება“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე ინფორმაციით, კოვიდცენტრებში 267 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას.

ეზუგბაიას განმარტებით, 267 პაციენტიდან ხუთი კვლავ კრიტიკულად მძიმეა, ხოლო 24-ის მდგომარეობა მძიმეა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები