შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული სამივე პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა

შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული სამივე პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. როგორც თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმმა, გიორგი მძინარიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მათგან ორი რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი, ხოლო ერთს კვლევები უტარდება.

მისი თქმით, კვლევების შემდეგ გაირკვევა, ჩაუტარდებათ თუ არა დაშავებულებს ოპერაცია.

„სამი ქალია შემოყვანილი კატასტროფის ბრიგადის მიერ უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში, პოლიტრავმის დიაგნოზით. არის სხეულის მრავლობითი დაზიანებები, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, არასტაბილური ჰემოდინამიკა. ახალგაზრდა ასაკის არიან, სამივე მძიმეა, ორი რეანიმაციაშია, ერთთან მიმდინარეობს კვლევები”, –  განაცხადა გიორგი მძინარიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები