გიორგი გახარია: უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ შატილის გზაზე მომხდარი შემზარავი ტრაგედიის გამო, რომელსაც ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე ემსხვერპლა

“უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ შატილის გზაზე მომხდარი შემზარავი ტრაგედიის გამო, რომელსაც ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე ემსხვერპლა”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” წერს.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ არიან დაშავებულები და ექიმები თავდაუზოგავად იბრძვიან მათი სიცოცხლისთვის.

“უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ შატილის გზაზე მომხდარი შემზარავი ტრაგედიის გამო, რომელსაც ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე ემსხვერპლა, არიან დაშავებულები. თანავუგრძნობ დაღუპულების ოჯახებსა და ახლობლებს.

ინტენსიურად მიმდინარებს  სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები. ჩვენი ექიმები თავდაუზოგავად იბრძვიან დაშავებულების სიცოცხლისთვის და იმედს გამოვთქვამ, რომ შევძლებთ მათ გადარჩენას”, – წერს გიორგი გახარია “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები