სალომე ზურაბიშვილი შატილში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი შატილში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და  გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა. 

 

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ შატილის გზაზე მომხდარი საშინელი ტრაგედიის გამო. გულწრფელად ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს”, – აღნიშნულია პრეზიდენტის განცხადებაში.

შეგახსენებთ, დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. პირველადი ინფორმაციით, 12 ადამიანი გარდაიცვალა, 3 კი მძიმედ დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები