პანკისში ჩაცმულობის გამო მამა-შვილის ცემის ფაქტზე 2 პირს პატიმრობა შეეფარდა, ერთი კი 2000 – ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

პანკისში ჩაცმულობის გამო მამა-შვილის ცემის ფაქტზე დაკავებულ ორ პირს თელავის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, მესამე პირი კი, რომელიც არასრულწლოვანია, 2000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

საქმის პროკურორი სამივე დაკავებულისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.

სხდომა დახურულ კარს მიღმა გაიმართა.
სასამართლოს ეზოში პანკისელები იყვნენ შეკრებილი, თუმცა მომხდარის შესახებ მედიასთან კომენტარი არ გააკეთეს.

შეგახსენებთ, რომ პანკისის ხეობის სოფელ ყვარელწყალში, გოჩა წელაურისა და მისი 16 წლის შვილის ცემის საქმეზე ბრალი სამ პირს ჰქონდა წარდგენილი.

წინასასამართლო სხდომა 24 სექტემბერს ჩაინიშნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები