კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევიდან 11 ე.წ. ლენჯერის კლასტერს უკავშირდება

“ქვეყანაში გამოვლენილი კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევიდან 11 ე.წ. ლენჯერის კლასტერს უკავშირდება”, – ამის შესახებ “კვირას” ინფექციურ საავადმყოფოში განუცხადეს.

მათივე ცნობით, 1 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, 5 კი იმპორტირებული შემთხვევაა, საიდანაც 3 სატვირთო ავტომობილის მძღოლია.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1411 გახდა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები