დავით ნარმანია კვიპროსის კომუნიკაციებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს შეხვდა

   საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მინისტრმა, დავით ნარმანიამ კვიპროსის კომუნიკაციებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან, ტასოს მიცოპულოსისთან შეხვედრა გამართა. როგორც „კვირას“ რეგინული განვითარებიდა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე საუბარი შეეხო 2014 წელს საქართველოში დაგეგმილ საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტებს. თავის მხრივ კი, კვიპროსელმა სტუმრებმა კოლეგებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. მინისტრები, ასევე, შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობის დეტალებსა და ფორმებზე. შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოსა და კვიპროსის ინფრასტრუქტურის მინისტრებმა მედიისთვის ერთობლივი ბრიფინგი გამართეს და ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. სამინისტროს ინფორმაციით, დღესვე, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა კვიპროსის დელეგაციამ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან ერთად, ავტომაგისტრალის რუისი-აგარის მონაკვეთზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს. კვიპროსის კომუნიკაციებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ვიზიტი საქართველოში 3 თებერვალს დაიწყო და სამ დღეს გასტანს. ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი შეხვედრებს გამართავს, ასევე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის, საგარეო და ეკონომიკის სამინისტროებში. კვიპროსის კომუნიკაციებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ვიზიტი საქართველოში 6 თებერვალს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები