ქობულეთი საერთაშორისო ფესტივალს – „არტ-ფოლკ ფესტს” უმასპინძლებს

23-25 აგვისტოს ქობულეთში საერთაშორისო ფესტივალი-კონკურსი „არტ-ფოლკ ფესტი” გაიმართება. ფესტივალს 23 აგვისტოს ქობულეთის ცენტრალურ პარკში მდებარე ღია სცენა უმასპინძლებს.
ფესტივალის ორგანიზატორია: კულტურისა და ხელოვნების განვითარების კავშირი „არტ-ფოლკი“;
მხარდამჭერი ორგანიზაციები: იუნესკოს ცეკვის საერთაშორისო საბჭო (CID); ევროპის ფოლკლორული ფესტივალების ასოციაცია (EAFF); აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტრო; საქართველოს კულტურის პალატა, კულტურის ინსტიტუტი.
ორგანიზატორების ინფორმაციით, პანდემიის გამო, ღონისძიებაში არ მონაწილეობენ  სახელოვნებო ჯგუფები უცხოეთიდან, თუმცა  ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს 18 ჯგუფი (400-ზე მეტი მონაწილე სცენაზე), საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.
ცეკვისა და სიმღერის საერთაშორისო ფესტივალი-კონკურსი გამიზნულია სხვადასხვა ასაკის და ცეკვის/სიმღერის სხვადასხვა კატეგორიების ჯგუფებისა და სოლოშემსრულებლებისთვის მონაწილეობის მისაღებად. ეს არის ბავშვების, ახალგაზრდებისა და უფროსებისთვის შესაძლებლობა, წარმოაჩინონ საკუთარი ტალანტი უძველესი ისტორიის მქონე საქართველოს უნიკალურ ატმოსფეროში და გაატარონ დაუვიწყარი დღეები უმშვენიერეს ქვეყანაში, პრესტიჟულ ღონისძიებაში მონაწილეობასთან ერთად.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები