მარინა ეზუგბაია: კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 4 დადასტურებულთან კონტაქტია, 1 სამედიცინო პერსონალია, 3 შემოტანილი შემთხვევაა და ერთზე კვლევა გრძელდება

კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევიდან ოთხი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, ერთი სამედიცინო პერსონალია, სამი შემოტანილი შემთხვევაა და ერთზე კვლევა გრძელდება”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
„გამოჯანმრთელების პროცენტული მაჩვენებელი უცვლელია, არის 81%. ამ მონაცემების გათვალისწინებით, დღევანდელო მაჩვენებლებით კოვიდცენტრებში მკურნალობს 245 პაციენტი, მათ შორის ხუთი კრიტიკულად მძიმე პაციენტია, ხოლო 23 მძიმე. ეს პაციენტები კოვიდცენტრების რეანიმაციულ და ინტენსიურ განყოფილებებში აგრძელებენ მკურნალობას. დანარჩენი პაციენტები გახლავთ საშუალო სიმძიმის, შედარებით მცირე, მსუბუქი და ძალიან მცირე ნაწილი არის უსიმპტომო. რაც შეეხება ჩვენი ცენტრის მონაცემებს, ჩვენ გუშინ გვყავდა 32 დადასტურებული შემთხვევა, მხოლოდ ერთი გამოჯანმრთელდა. ახალი პაციენტები არ მიგვიღია და დღევანდელი მონაცემებით, 31 დადასტურებული პაციენტი გვყავს. კვლავ გვყავს ერთი კრიტიკულად მძიმე და ორი მძიმე პაციენტი. ისინი რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობენ“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები