თამაზ ხომასურიძე არის ნაძირალა, არაადამიანი, მან ხალხი გაიმეტა – ლია კრიალაშვილი გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის მამაზე 

თამაზ ხომასურიძე არის ნაძირალა პიროვნება, არაადამიანი, მან ხალხი გაიმეტა, მონაწილეობა მიიღო მუხროვანის ამბოხის სპექტაკლის დადგმაში, –  ასე აფასებს POSTV – სთან საუბარში პოლკოვნიკ გია კრიალაშვილის და, ლია კრიალაშვილი გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის, ზ.ხ-ს მამის თამაზ ხომასურიძის განცხადებას.

POSTV-ის სიუჟეტის თანახმად, საკუთარ წარსულზე საუბრისას, ერთ-ერთ მედიასაშუალებასთან ხომასურიძემ თქვა, რომ ყოფილი მაღალჩინოსნის და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის აგენტი იყო და მუხროვანის ამბოხთანაც კავშირშია.

„პენსიაში გასულმა ხომასურიძემ პროკურატურასთან შიმშილობა გამოაცხადა. შაქრაშვილის საქმეზე დაკავებულების მშობლებიდან ერთადერთია, ვინც პროტესტის რადიკალური ფორმა აირჩია. პოლკოვნიკ გია კრიალაშვილის და ხომასურიძის წარსული საქმიანობიდან გამომდინარე ვარაუდობს, რომ მას კავშირი „ნაციონალურ მოძრაობასთან” კვლავ აქვს და პარტია ისევე, როგორც სხვა ტრაგედიებს, შაქარაშვილის საქმესაც პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს” ამბობს ავტორი.

როგორც სიუჟეტშია აღნიშნული, თამაზ ხომასურიძემ შიმშილობა გადააწყვეტინა საკუთარ შვილსაც. ზ.ხ უკვე რამდნეიმე დღეა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს. დღეს, მცხეთის რაიონულ სასამართლოში შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების პროცესი სწორედ ზ.ხ-ს ჯანმრთელობის მდგოამრეობის გამო გადაიდო.
„პროკურორი პროცესის ხელოვნურად გაჭანურების მცდელობაზე საუბრობს. დავით ყაზარაშვილის თქმით, ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა პროცესის გაგრძლეების საშუალებას იძლეოდა, თუმცა ზ.ხ-მ სხდომა მაინც დატოვა.

დღესვე, ბრალდების მხარემ უპასუხა ადვოკატების პრეტენზიებსაც, რომ ადვოკატებს სასამართლოს დარბაზში, საკუთარი საქმიანობის განსახორიელებლად, შესაბამისი ინფრაქსტრუქტურა არ აქვთ.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 6 არასრულწლოვნის სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმე უნდა გამოკითხულიყო. საქმეზე შემდეგი სხდომა 26 აგვისტოს, 14:00 საათზე ჩაინიშნა” , – ამბობს ავტორი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები