“ონკოპაციენტებისათვის გამოყოფილი ფული გიორგი ვაშაძისთვის ორი წლის წინ შავ ხვრელში გადაყრილი იყო, ახლა დაგვიანებულია”

ონკოპაციენტებისათვის გამოყოფილი ფული გიორგი ვაშაძისთვის ორი წლის წინ შავ ხვრელში გადაყრილი იყო, ახლა დაგვიანებულია. „სტრატეგია აღმაშენებლის“ სახელით მებრძოლი ცდილობს სიმსივნით დაავადებულ პაციენტებზე მზრუნველად წარმოჩინდეს, თუმცა ცოტა ხნის წინ ამ ადამიანებს შეურაცხყოფას საჯაროდ აყენებდა. პოზიციის რადიკალურად შეცვლა კი, როგორც ჩანს, პოლიტიკურმა ამბიციებმა განაპირობა, – ამის შესახებ იმედის ქრონიკაში განაცხადეს.

როგორც იმავე ერთერში ითქვა, გიორგი ვაშაძეს პოლიტიკური ამნეზია დასჩემდა.

“2018 წელს ვაშაძემ სიმსივნის დიაგნოზის მქონე ადამიანებს განაჩენი ამ ფორმით გამოუტანა. განწირულებად, მომაკვდავებად შერაცხა და მათ მკურნალობაში სახელმწიფოს მიერ დახარჯულ ფულს შავ ხვრელში გადაყრილი ფინანსები უწოდა. განცხადების გამო პოლიტიკოსი გააკრიტიკეს და ბოდიშის მოხდა მოსთხოვეს ონკოლოგიურმა პაციენტებმა. გიორგი ვაშაძე მაშინ მისი თანამოაზრის გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა. ახლა კი, როცა პოლიტიკურ ასპარეზზე დამოუკიდებლად ბრძოლის ამბიცია აქვს, როგორც ჩანს პოლიტიკური ამნეზია დასჩემდა”.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები