თურქეთმა შავ ზღვაში ბუნებრივი აირის გრანდიოზული საბადო აღმოაჩინა

თურქეთმა შავ ზღვაში 320 მილიარდი კუბური მეტრი მოცულობის გაზის საბადო აღმოაჩინა.

როგორც თურქეთის პრეზიდენტმა დღეს საგანგებოდ განაცხადა, ბუნებრივი აირის აღმოჩენილი მარაგი ქვეყნას დამოუკიდებელი ენერგოპოლიტიკის შესაძლებლობას მისცემს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია თურქეთის და თურქი ხალხის ნაციონალური ინტერესებისათვის.

რეჯეფ თაიპფ ერდოღანის თქმით, ბუნებრივ აირს აღნიშნული საბადოდან თურქეთის მოსახლეობა 2023 წლისათვის მიიღებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები