კელი დეგნანი: ქართველ ხალხს სურს, ჰქონდეს უფრო წარმომადგენლობითი პარლამენტი, რასაც პარტიების მხრიდან თანამშრომლობა სჭირდება

საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართველ ხალხს სურს, ჰქონდეს უფრო წარმომადგენლობითი პარლამენტი, რასაც პარტიების მხრიდან თანამშრომლობა სჭირდება.

„არჩევნები გვიახლოვდება, არსებობს ბევრი პოლიტიკური რიტორიკა, კეთდება ბევრი განცხადება. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ ქართველ ხალხს სურს, ჰქონდეს უფრო პროპორციული საარჩევნო სისტემა, უფრო წარმომადგენლობითი პარლამენტი, რასაც პარტიების მხრიდან თანამშრომლობა სჭირდება. ნებისმიერი მოძრობა, რომელიც ზღუდავს არჩევანს ან ართულებს ოფიციალური კოალიციური მთავრობის შექმნის შესაძლებლობას არჩევნების შემდეგ, ნაადრევია და ხელს არ უწყობს იმ მიზნის მიღწევას, რომელიც ქართველმა ხალხმა მოითხოვა, უფრო პროპორციული და მეტად წარმომადგენლობითი პარლამენტი“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები