სამელიორაციო მომსახურების 2020 წლის გადასახადისგან 19 873 აბონენტი გათავისუფლდა, დანაზოგმა 2 587 664 ლარი შეადგინა

ფერმერები, რომლებიც ირიგაციისა და დრენაჟის მომსახურებას 10 ჰა-მდე მიწის ფართობზე იღებენ, სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“ ფარგლებში დაწესებული შეღავათით სარგებლობენ და 2020 წლის სამელიორაციო მომსახურების გადასახადისგან თავისუფლდებიან.
საქართველოს მელიორაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 21 აგვისტოს მონაცემებით, დაწესებული სახელმწიფო შეღავათით ისარგებლა და 2020 წლის სამელიორაციო მომსახურების გადასახადისგან გათავისუფლდა 19 873 აბონენტი. ბენეფიციართა დანაზოგმა 2 587 664 ლარი შეადგინა.
გარდა ამისა, სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის “ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე” ფარგლებში, წყალმომხმარებლებს სრულად ჩამოეწერათ 2020 წლამდე შპს “საქართველოს მელიორაციის” მიმართ არსებული დავალიანება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები