„სიცოცხლის ნახევარი ხელოვნებისათვის” – გამოფენა ბათუმში

21 აგვისტოს, 16:00 საათზე, აჭარის მუზეუმში/ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში  ანა ნიკოლაიშვილის პერსონალური გამოფენა ‐ „სიცოცხლის ნახევარი ხელოვნებისათვის” გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ანა ნიკოლაიშვილის  შემოქმედება ფოვიზმის მიმდინარეობას მიეკუთვნება. ფოვიზმი  ჩაისახა საფრანგეთში და არსებობდა 1898-1908 წლებში.
ანა ნიკოლაიშვილის მხატვრობისთვის დამახასიათებელია კაშკაშა ფერები და გამარტივებული ფორმები.
გამოფენა 23 აგვისტომდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები