„ფლირტის“ საღამო – არტოს ბაღში

22 აგვისტოს, 19:00 საათზე, თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება არტოს ბაღში „ფლირტის“ საღამოს გამართავს.

ორგანიზატორების ინფორმაციით, ფლირტი, ანუ „ყვავილების ენა“ XIX საუკუნის აღმოსავლური (სპარსული) თამაშია. მასში  6 ან მეტი ადამიანი მონაწილეობს. საჭიროა 40-დან 100 ბარათამდე. თითოეულ ბარათზე 15-20 ფრაზაა.

თამაშის წესები:
„ფლირტის“ მონაწილეები ბარათების დასტიდან თავად იღებენ რამდენიმე ბარათს. როცა მოთამაშეს ვინმესთან საუბრის გაბმა სურს, აწვდის ბარათს, რომელზეც სასურველი ფრაზა წერია და მოსაუბრეს ეუბნება იმ ყვავილის დასახელებას, რომელიც ფრაზის ,,ავტორია”. ისიც იმავე წესით პასუხობს, ან უპასუხოდ ტოვებს. უპასუხოდ დატოვების შემთხვევაში მოთამაშე სხვა ადრესატს ირჩევს და შეეცდება ფლირტის გაბმას.
ის მოთამაშე, რომელიც ყველა ბარათს გასცემს და თავად უპასუხოდ/უბარათოდ რჩება, თამაშს ეთიშება.

მონაწილეობა თავისუფალია.

მისამართი: დავით აღმაშენებლის გამზ. N103 – არტოს ბაღი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები