ირაკლი ლატარია: ხელისუფლებამ დასვა წერტილი –  მოქალაქეებს, რომლებიც ონკოდაავადებებს ებრძვიან, შესაძლებლობა ექნებათ, მკურნალობის სრული კურსი ჩაიტარონ ჯიბიდან გადახდის გარეშე

“საქართველოს ხელისუფლებამ – გამოყო დახმარებები ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ზარალი განიცადა პანდემიის დროს, დაეხმარა ბიზნეს, დაეხმარა ბავშვებს, დამატებითი შემოსავალი გაუჩინა სოფლის მეურნეობას, არ შეუჩერებია არცერთი ოპერაციის დაფინანსება და ამ ყველაფრის შემდეგ, დღეს, საქართველოს ხელისუფლებამ დასვა წერტილი: მოქალაქეებს, რომლებიც ონკოდაავადებებს ებრძვიან, შესაძლებლობა ექნებათ, მკურნალობის სრული კურსი ჩაიტარონ ჯიბიდან გადახდის გარეშე”,  – ასე აფასებს ექსპერტი ირაკლი ლატარია მთავრობის დღვანდელ ინიციატივას ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობის ახალი პროგრამის ამოქმედების შესახებ.

ირაკლი ლატარია მთავრობის ყველა იმ დაპირებას იხსენებს , რომელიც ხელისუფლებამ პანდემიის პერიოდში შეასრულა.

“პანდემიის დროს: საქართველოს შემოსავლი შემცირდა საგრძნობლად, მსოფლიო ეკონომიკა თითქმის ჩამოიშალა, საქართველოში გაჩერდა თითქმის ყველა ბიზნესი, ადამიანებს გაუქრათ შემოსავალი რომელიც ასევე აისახა ბიუჯეტის შემოსავალშიც, ნუ არ დავკონკრეტდები თქვენც კარგად იცით რა და როგორ იყო და ამის ფონზე, საქართველოს ხელისუფლებამ მოახერხა:

საუკეთესი შედეგის დადება კორონასთან ბრძოლის თვალსაზრისით, რომელიც, გარდა ჯანმრთელობისა, დაკავშირებულია უდიდეს ხარჯთან (ადამიანთა გადაყვანა სასტუმროებში, კარანტინები, მათი კვება, მათი მკურნალობა და ა.შ).

საქართველოს ხელისუფლებამ ერთი წამითაც არ შეაჩერა, ხელფასების, პენსიების და დახმარებების გადახდა”,  – წერს ექსპერტი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები