ნიკოლოზ მეტრეველი ონკოპაციენტების მკუნალობაზე: დღეს საქართველოში ადამიანი მთავარი პრიორიტეტია

მთავრობის ინიციატივას ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობის ახალი პროგრამის შესახებ ექსპერტი ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

მისი თქმით, დღეს საქართველოში ადამიანი მთავარი პრიორიტეტია.

“დღეს საქართველოში ადამიანი მთავარი პრიორიტეტია. ამ პროგრამის ფარგლებში სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტების სია ფართოვდება, წლიური ლიმიტი კი 8 000 ლარით იზრდება.

ონკოლოგიური პაციენტებისთვის მკურნალობისადმი ხელმისაწვდომობის გაზრდის ახალი პროგრამა ჯამში საქართველოს 40 ათასამდე მოქალაქეს შეეხება. აღსანიშნავია, რომ ამ პროგრამით აქამდე მხოლოდ 1972 მოქალაქე სარგებლობდა”,  – წერს ექსპერტი ნიკოლოზ მეტრეველი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

მისი თქმით, მიუხედავად პანდემიით გამოწვეული რთული ეკონომიკური მდგომარეობის, ხელისუფლებამ მაინც შესძლო გამოეყო რესურსი საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში, ონკოლოგიური პაციენტებისთვის მკურნალობის ახალი პროგრამის ამოქმედებისათვის. ექსპერტი ადრონული თერაპიის ცენტრის დაფუძნების მნიშვნელობაზეც საუბრობს, რომელიც ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში ამოქმედდება.

” ასევე ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ სიმსივნური დაავადების ადრეულ სტადიაზე გამოვლენის და მისი ჯანმრთელობისათვის ზიანის გარეშე მკურნალობისთვის საქართველოში ულტრათანამედროვე ცენტრი იქმნება, რაც ადრონულ თერაპიას გულისხმობს და ბიძინა ივანიშვილის მიერ დაარსებულ ქუთაისის უნივერისტეტის ბაზაზე იფუნქციონირებს. ამ ინოვაციური პროექტით უამრავი ჩვენი ახლობელი წარმატებით დაძლევს მძიმე ონკოლოგიურ დაავადებებს”,  -წერს ნიკოლოზ მეტრეველი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები