ნინა კობახიძე ონკოლოგიური პაციენტებისთვის ლიმიტის გაზრდაზე: კარგი ამბავია ეს, ძალიან კარგი!

„გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას” დირექტორი ნინა კობახიძე პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას მიერ მთავრობის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, სადაც გახარიამ ჯანდაცვის სამინისტროს ახალ ინიციატივაზე ისაუბრა.

ნინა კობახიძის თქმით, ონკოლოგიური პაციენტებისთვის ლიმიტის გაზრდა სახელმწიფოს მხრიდან არის ყველაზე სწორი და კარგი გადაწყვეტილება.

„ონკოლოგიური პაციენტებისთვის ლიმიტის გაზრდა (12 ათასიდან 20 ათასამდე) სახელმწიფოს მხრიდან არის ყველაზე სწორი და კარგი გადაწყვეტილება, რაც კი შეიძლება მიეღოთ. მოწყვლად ჯგუფებზე და კრიტიკულ დაავადებებზე გადასახადების გაადამხდელების და სახელმწიფოს მხარდაჭერა სწორი პოლიტიკაა ჯანდაცვის სექტორში. არამოწყვლადებმა და იმ ხალხმა, ვისაც აქვს შესაძლებლობა, თავად უნდა უზრუნველყონ გადაუდებელი სამედიცინო სერვისების მართვა (კერძო სამედიცინო დაზღვევის ჩართულობით). კარგი ამბავია ეს ძალიან კარგი!”, – აღნიშნავს ნინა კობახიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები