თეა წულუკიანი: “NDI”-ის ანგარიშში არაერთი უზუსტობაა

საქართველო იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა არჩევნებთან დაკავშირებით “NDI”-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში შეაფასა.

მინისტრის თქმით, ანგარიშში არაერთი უზუსტობაა.

“იქ არის არაერთი უზუსტობა, გაურკვეველი და ბუნდოვანი პასაჟები, რადგან მოხსენებაში საქართველოს რეალობა არ არის აღწერილი. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს საერთაშორისო მეგობარ ორგანიზაციებს, რომ სწორად შეარჩიონ ველზე თავიანთი პარტნიორები იმისათვის, რომ მათი რეპუტაცია მაღალი იყოს და არ მოუწიოთ თავიანთ მოხსენებებში ცრუ ინფორმაციების ასახვა”,- განაცხადა წულუკიანმა.

ცნობისთვის, “NDI”-ის მიერ გუშინ გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია – “არჩევნების სანდოობასთან დაკავშირებული გარკვეული საკითხები კვლავ გამოწვევად რჩება, რაც კიდევ უფრო აძლიერებს პოლარიზაციას და საარჩევნო პროცესის მიმართ საზოგადოების ნდობას აკნინებს. პრობლემატურ საკითხებს შორისაა: უყურადღებო ან მიკერძოებული აღსრულება, ადმინისტრაციული რესურსებისა და სასამართლო ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, დაშინება და შევიწროება, პერსონიფიცირებული და პოლარიზებული საარჩევნო კამპანია, ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების პროცესიდან გამოტოვება, საინფორმაციო გარემოს დაბინძურება”.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები