გიორგი გელხაური: შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 3 არასრულწლოვანი შიმშილობს

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვანი ზ.ხ.-ს ადვოკატის, გიორგი გელხაურის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფთან ერთად შიმშილობა კიდევ ორმა არასრულწლოვანმა დაიწყო.

გელხაურის თქმით, სასამართლოს არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აინტერესებს.

,,ეს არის სისხლის სამართლის საქმე, სადაც გამოძიების პერიოდში არ იქნა გათვალისწინებული არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები, დღეს სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქმის არსებითი განხილვა ყოველდღიურ რეჟიმში დანიშნოს. დღეს უკვე მესამე არასრულწლოვანი შეუერთდა შიმშილობას, ეს არის ა.ქ, მაგრამ სასამართლოს არ აინტერესებს არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა. მივმართავ სახალხო დამცველს და ყველა დაინტერესებულ პირს, რომელიც არის ამ საქმეში ჩართული – მიაქციეთ ყურადღება ამ მართლმსაჯულებას და სასამართლოს, საერთოდ არ ხდება არასრულწლოვნების ინტერესების გათვალისწინება”, – აღნიშნა გიორგი გელხაურმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები