“უკრაინელი ჟურნალისტები გამოთქვამდნენ ვარაუდს, რომ გიორგი გაბუნიას რიტუალური მკვლელობის უკან სააკაშვილი და ადეიშვილი იდგნენ”

ვასამბეკ ბოკოვი, რომელიც ხმაურიანი სპეცოპერაციით ივნისში დააკავეს, საქართველოში უკრაინიდან ჩამოვიდა და უკრაინაშივე დაბრუნებას გეგმავდა”, – ამის შესახებ ის იმ წერილში საუბრობს, რომელიც “კურიერს” გამოუგზავნა.
“კურიერმა” მოიპოვა ბილეთი, რომლითაც ვასამბეკ ბოკოვი საქართველოს დატოვებას შავი ზღვის გავლით აპირებდა. ის 14 ივნისს უკრაინაში გეგმავდა დაბრუნებას, თუმცა 2 დღით ადრე, თბილისში საკუთარი სახლიდან აიყვანეს.
უკრაინასთან ვასამბეკ ბოკოვის კავშირებზე ჯერ კიდევ მისი დაკავებისთანავე საუბრობდნენ, მათ შორის, უკრაინელი ჟურნალისტები ოლეგ დაინეკა და ვალერი ტოვმაჩი, რომლებმაც საკუთარ ქვეყანაში ამ თემაზე ვრცელი პრესკონფერენციაც ჩაატარეს და მომხდართან პოლიტიკური კავშირების შესახებ გაასაჯაროეს ინფორმაცია.
უკრაინელი ჟურნალისტები საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს და ზურაბ ადეიშვილს უცხო ქვეყნის ჯაშუშებთან თანამშრომლობასა და დაგეგმილი მკვლელობის შესახებ ინფორმაციის დამალვაში სდებდნენ ბრალს.
უკრაინელი ჟურნალისტები მათ არამარტო ინფორმაციის დამალვაში სდებდნენ ბრალს, არამედ ვარაუდს გამოთქვამდნენ, რომ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას რიტუალური მკვლელობა მათ მიერ იყო დაგეგმილი, საქართველოს ხელისუფლების დისკრედიტაციის მიზნით და სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა ელისო კილაძის შეკვეთა გაბუნიას საერთაშორისო პიარკამპანიაზე.
ამასთან, ისინი პარალელს ავლებდნენ სანაიას და ღონღაძის მკვლელობებთან.
მათ განაცხადეს, რომ საქმე ეხება ქართველი ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას დაგეგმილ მკვლელობას, რომელიც, მათი მტკიცებით, პოლიტიკური აქცია იყო და საქართველოში დესტაბილიზაციას ისახავდა მიზნად.
სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან “კურიერმა” ვასამბეკ ბეკოვის წერილი მიიღო, სადაც ის პირველად ჰყვება, რა მიზნით ჩამოვიდა უკრაინიდან საქართველოში.
ერთ წერილში დაწერილი ორი ვერსია: ბიზნესი და პანკისის დაპირისპირებული გვარების მორიგება. რაც შეეხება გიორგი გაბუნიას, ბოკოვი წერილში ჟურნალისტის საქმესთან კავშირს უარყოფს. ადასტურებს მხოლოდ იმას, რომ უკრაინიდან ჩამოვიდა და უკრაინაშივე ბრუნდებოდა.

სტატია იხილეთ ლინკზე: https://spnews.io/?p=33817&fbclid=IwAR1DPhTYRjZonpROMCTSY2JQzOpLNBox29UwZ2ToCplJjTbN9aT4-DbrMdY 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები