ვლადიმერ იმნაძე “გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის” გამგეობის თავმჯდომარეს, გიორგი რაზმაძეს შეხვდა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე, არასამთავრობო ორგანიზაციის “გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის” გამგეობის თავმჯდომარეს, გიორგი რაზმაძეს და საინჟინრო სექციის მეთაურს ალექსანდრე თარგამაძეს შეხვდა.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ინფორმაციით, შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო, რომელზეც მხარეებმა ისაუბრეს იმ აქტივობებსა და პროგრამებზე, რომლებიც მომავალში ერთობლივად შეიძლება განხორციელდეს, სადაც აქტიურად ჩაერთვებიან ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები, მათი შვილები და შვილიშვილები.
ახალგაზრდული ლეგიონი დამოუკიდებელი, ნებაყოფლობითობის პრინციპზე დაფუძნებული საზოგადოებრივი ორგანიზაციაა, რომელიც ძირითადად 12-21 წლის ახალგაზრდებთან მუშაობს. ორგანიზაცია ბავშვებს და მოზარდებს უტარებს დაწყებითი სამხედრო და საექსპედიციო მომზადების კურსებს, ლექციებს სამხედრო ისტორიის შესახებ.
მომზადების სპეციფიკა მორგებულია ახალგაზრდაზე, რომელიც ლეგიონში მომზადების დროს არ წყდება სასწავლებელს, ოჯახს და თავისუფალი დროის ნაწილს უთმობს ლეგიონს. სწავლება არის დაბალი ინტენსივობის, არ მოიცავს დიდ ფიზიკურ დატვირთვას და ხელს არ უშლის მოზარდს ზოგადი განათლების მიღებაში.
დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ: http://legionerebi.com/

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები