20 აგვისტოს დავით კაკაბაძე დაიბადა

1889 წლის 20 აგვისტოს დიდი ქართველი ხელოვანი და გამომგონებელი – დავით კაკაბაძე დაიბადა.
ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი მხატვრის ნამუშევარს – „ბრეტანს“ აქვეყნებს.

დავით კაკაბაძე: „ყოველი ნაწარმოების სიკარგე, ეს იქნება რეალისტური თუ აბსტრაქტული ხელოვნება, ან ორნამენტი, ერთი სიტყვით, ყველაფერი, რაც გამოსახულია ზედაპირზე, დამოკიდებულია იმაზე, იძლევა თუ არა იგი მაყურებელზე სივრცის განცდის შთაბეჭდილებას. სივრცის განცდა არის ერთი მთავარი დამახასიათებელი ხელოვნებისა. თუ ხელოვნების ნაწარმოები ვერ იძლევა სივრცის განცდას, ის არც არის ხელოვნების ნაწარმოები“.

სურათზე: დავით კაკაბაძე – აკვარელის სერია ,,ბრეტანი’’, 1921 წელი.
დაცულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები