შალვა შავგულიძე, ნინო გოგუაძე და სანდრო ბარამიძე “ევროპულ საქართველოს” შეუერთდნენ

შალვა შავგულიძემ, ნინო გოგუაძემ და სანდრო ბარამიძემ პარტია “თავისუფალი დემოკრატები” დატოვეს.

შალვა შავგულიძის განცხადებით, ისინი თანამშრომლობას “ევროპულ საქართველოსთან” გააგრძელებენ.

“მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო პარტია „თავისუფალი დემოკრატები“. ეს გადაწყვეტილება პარტიის გამგეობაში შექმნილმა არაჯანსაღმა ვითარებამ მიმაღებინა. ერთხმად ვუჭერდით მხარს „ევროპულ საქართველოსთან“ საარჩევნო ბლოკის შექმნას და ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ამ სახით მონაწილეობას.

პარტიის რიგებს ტოვებენ ნინო გოგუაძე და სანდრო ბარამიძე, ასევე, „თავისუფალი დემოკრატების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი – გიორგი ქიტიაშვილი.

პარტიიდან წამოსვლის შემდეგ, ჩვენ, ინდივიდუალურად, პარტიული კუთვნილების გარეშე, გავაგრძელებთ თანამშრომლობას „ევროპულ საქართველოსთან“ და არჩევნებში მათთან ერთად მივიღებთ მონაწილეობას”,- განაცხადა შავგულიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები