გიორგი გახარია: საქართველოში საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს, რომელიც უმაღლესი ხარისხით უნდა ჩავატაროთ

“უკვე რამდენიმე თვეა ყოველდღიური მუშაობა გვიწევს იმის გათვალისწინებით, რომ გლობალური ეპიდემია კვლავ გრძელდება. საქართველოში პარალელურად საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს, რომელიც უმაღლესი ხარისხით უნდა ჩავატაროთ”,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, პირველ რიგში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანების ჯანმრთელობაა.

“ჩვენ უკვე რამდენიმე თვეა ყოველდღიური მუშაობა გვიწევს იმის გათვალისწინებით, რომ გლობალური ეპიდემია კვლავ გრძელდება. საქართველოში პარალელურად საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს, რომელიც უმაღლესი ხარისხით უნდა ჩავატაროთ. ესეც არის მთავრობის და ხელისუფლების პასუხისმგებლობა. თუმცა, ჩვენთვის პირველ რიგში ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, სამუშაო ადგილების შენარჩუნება და მოქალაქეების სოციალური დახმარება, განსაკუთრებით ბავშვების”,- განაცხადა გახარიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები