დარეჯანის სასახლის სამონასტრო კომპლექსის რესტავრაცია მიმდინარეობს

ისნის რაიონში, დარეჯანის სასახლის სამონასტრო კომპლექსის რესტავრაცია მიმდინარეობს.

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ისნის რაიონის ფეისბუქგვერდის ინფორმაციით,  სამუშაოები უკვე დასრულდა ფერისცვალების ეკლესიაში, ტაძრის ფრესკებს კი კონსერვაცია ჩაუტარდა.

„კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, ამ ეტაპზე, მიმდინარეობს: ერეკლეს აბანოს რეაბილიტაცია, აგურის კედლების ზედა ნაწილების (ქუდების) აღდგენა, გალავნის კედლების დაზიანებული და გამოფიტული ნაწილების გადაწყობა, ბუნებრივი ქვის ფილებისა და ბორდიურების მოწყობა, კიბის ქვის საფეხურების რეაბილიტაცია, გალავნის კედლებისა და ტერიტორიის გასანათებელი სამუშაოები.

დარეჯანის სასახლის საძირკვლის გასამაგრებლად (სადრენაჟე სისტემის მოსაწყობად) გავლებულ ღრმა ჭრილში არქეოლოგიური ნაშთები გამოვლინდა. აღმოჩენილი ძველი გალავნის ფრაგმენტები არქეოლოგების მიერ შესაბამისი წესების დაცვით გაიწმინდა.

რეაბილიტაცია დედაქალაქს შეუნარჩუნებს ისტორიულ ძეგლს, რომლის ნაგებობასა და გალავანს წლების განმავლობაში გრუნტის ჩამომდინარე წყლები აზიანებდა.

ისტორიული ძეგლების, ტურისტულად მიმზიდველი სივრცეების მოვლა-პატრონობა ჩვენი პრიორიტეტია. ჩვენ ვაგრძელებთ მათ დაცვას და ვზრუნავთ კულტურული ფასეულობის შენარჩუნებაზე. ჩვენ ვაგრძელებთ, ერთად საქართველოს წარმატებისთვის“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები