მარიამ ქვრივიშვილი: აეროპორტში ჩატარებული ყველა ტესტის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია

“აეროპორტში მიმდინარეობს შერჩევითი პრინციპით მგზავრთნაკადის ტესტირება. მოხარული ვართ, გაგაცნოთ, რომ აღნიშნული ტესტირებების საფუძველზე აღებული ყველა ნიმუში კოვიდნეგატიურია”,- ამის შესახებ ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ნაცვალგების პრინციპით გახსნილი ქვეყნებიდან შესრულებული რეისებით, 22 ივლისი – 15 აგვისტოს პერიოდში საქართველოში 1236 ადამიანი შემოვიდა.

„22 ივლისი-15 აგვისტოს პერიოდის მონაცემებით, ნაცვალგების პრინციპით გახსნილი ქვეყნებიდან 14-მა რეისმა დააგენერირა 2200-ზე მეტი მგზავრი, საიდანაც ქვეყანაში შემოსულია 1236 ადამიანი, რაც უტოლდება ჯამური მგზავრთნაკადის 56 პროცენტს. ეს საკმაოდ პოზიტიური რიცხვია. ბუნებრივია, დღეს ყველა ვიაზრებთ, რომ ეს მინიმალური მაჩვენებელია იმასთან შედარებით, რაც შეიძლებოდა ჩვენ გვქონოდა, რომ არა პანდემია, თუმცა ძალიან კარგი ტენდენციაა, რადგან შეინიშნება უცხო ქვეყნის მოქალაქეების საქართველოში ტურისტული მიზნებისთვის შემოსვლის ზრდის ტენდენცია.

აეროპორტში მიმდინარეობს შერჩევითი პრინციპით მგზავრთნაკადის ტესტირება. სახელმწიფოს მიერ ადგილზე მოწყობილია შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რათა ტესტირების რეჟიმი იყოს კომფორტული და სწრაფი ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ჩვენს ქვეყანაში შემოდის. მოხარული ვართ, გაგაცნოთ, რომ აღნიშნული ტესტირებების საფუძველზე აღებული ყველა ნიმუში არის კოვიდნეგატიური“, – განაცხადა ქვრივიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები