ბათუმი შავი ზღვის მე-14 ჯაზფესტივალს უმასპინძლებს

21-23 აგვისტოს, ბათუმი ტრადიციულად შავი ზღვის მე-14 ჯაზფესტივალს უმასპინძლებს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ბათუმში ერთ-ერთი მასშტაბური და პოპულარული ფესტივალი რეკომენდაციების დაცვით გაიმართება – ქართველი შემსრულებლები ცნობილი ჰიტებით და სპეციალურად ფესტივალისთვის შექმნილი პროგრამით წარდგებიან.

STEPHANE:
„წელს ჯაზფესტივალმა ქართველ არტისტებს დაუთმო სცენა (საერთაშორისო „რაიდერით“) და მხარდაჭერა გამოუცხადა. მეც მიმაჩნია, რომ საქართველოში მსოფლიო დონის მუსიკოსები არიან. პირადად ჩვენს ბენდში ასეთი მდგომარეობაა და ვამაყობ თითოეული მუსიკოსით. არ გამოტოვოთ, ჩვენ თქვენი მხარდაჭერის იმედიც გვაქვს! იმხელა გამოწვევაა, სხვა გზა არარის – მაგარ ხასითზე უნდა დაგაყენოთ“.

წლევანდელ ფესტივალს 21 აგვისტოს გიორგი მიქაძე გახსნის პროექტით – Giorgi Mikadze Micro BeatZ, რომლის შემდეგაც მსმენელის წინაშე ნინო ქათამაძე Black Sea Jazz Project-ით წარდგება.

22 აგვისტოს, ფესტივალის მეორე დღეს, სცენას ახალგაზრდა მუსიკოსის, ლუკა თოფურიას ტრიო დაიკავებს. შემდეგ კი, მსმენელის წინაშე სპეციალურად ფესტივალისთვის შექმნილი პროგრამით სტეფანე წარდგება.

შავი ზღვის ჯაზფესტივალს 23 აგვისტოს – Young Georgian Lolitaz და ჯგუფი Moku Moku დახურავენ.
1 დღის ბილეთი (კორტები) – 80 ლარი;
3 დღის ბილეთი (კორტები) – 200 ლარი;
All in ticket ( კორტებს+ after party „შერატონის“ აუზზე) – 300 ლარი.
კარი გაიღება 20:00 საათზე.
6 წლამდე ბავშვები ღონისძიებაზე  უბილეთოდ დაიშვებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები