საქართველოდან აზერბაიჯანში საქართველოს, აზერბაიჯანის და რუსეთის მოქალაქეების ევაკუაცია იგეგმება

საქართველოდან აზერბაიჯანში 320 მოქალაქის ევაკუაცია იგეგმება. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, მათგან 119 აზერბაიჯანის მოქალაქეა, დანარჩენი საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც აზერბაიჯანელებთან ქორწინებაში იმყოფებიან.
აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ტესტირების შედეგად არცერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ევაკუაცია ავტობუსებით წითელი ხიდის გავლით იგეგმება. ოფიციალური მონაცემებით, პანდემიის პირობებში საქართველოდან აზერბაიჯანში სულ 2060 ადამიანი იქნა ევაკუირებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები