პლენერი „გამა“ იუბილარია (ვიდეო)

ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრი 29-30 აგცისტოს გამართავს საიუბილეო მხატვართა პლენერს „გამა”.
როგორც პროექტის ავტორმა და რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრის დამაარსებელმა იზა ვეფხვაძემ „კვირას“ აცნობა, პლენერი წელს მეხუთედ გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებს 32 მხატვარი საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. პლენერი საქველმოქმედოა.პლენერში მონაწილე მხატვრები დახატავენ ხარაგაულის ხედებს და საჩუქრად გადასცემენ ლიტერატურულ თეატრს.
წელს პლენერის გახსნა და დახურვა მოხდება სოფელ სამებაში, ბახვა სამხარაძის ზღაპრულ კარ – მიდამოში.
პროექტის განხორციელებაში აქტიურად იქნება ჩართული ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობა, საკრებულო, მამა პეტრე (კერტანიძე) დეპუტატის ბიურო, რიგითი ადამიანები, რომლებიც თავიანთი ქველმოქმედებით გამოხატავენ მხარდაჭერას. განსაკუთრებით აღსანიშნავია ისრაელში მცხოვრები ქართველი ებრაელი, ორი სამშობლოს ღირსეული მოქალაქე ბატონი პაატა იოსებაშვილი. მისი ქველმოქმედებით პლენერის მონაწილეებისთვის დამზადდება მაისურები პლენერის ლოგოთი, ასევე მონაწილე მხატვრებს დააჯილდოებს სპეციალურად ჩამოსხმული ღვინით.
პლენერს უკვე ჰიმნიც აქვს.  მუსიკის ავტორია  მაიკო მაჩაბელი, ტექსტის –  იზა ვეფხვაძე;
მღერის ანსამბლ „ივერიის” სოლისტი ციური მჭედლიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები