ესეების კონკურსი – თამაზ ჭილაძის შემოქმედების მოყვარულთათვის

ფეისბუქგვერდი „ხილიანზე ჭილაძეებთან“ აცხადებს ესეების კონკურსს  თამაზ ჭილაძის შემოქმედების მოყვარულებისთვის.

კონკურსის სახელწოდებაა – ,,მზე ჩადის, თითქოს ცა ნიღაბს იხსნის!“…

კონკურსის პირობები:
თითოეულმა მონაწილემ თავისი ესე უნდა დაწეროს კონკრეტულ თემაზე ან საკითხზე, რომელიც თამაზ ჭილაძის შემოქმედების კითხვისას (პროზა, პოეზია, დრამატურგია, პუბლიცისტიკა) აღმოცენდა მის გონებაში და მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა.
ესეში გამოყენებული უნდა იყოს თამაზ ჭილაძის ნაწარმოებებიდან მინიმუმ 5 და მაქსიმუმ 10 მეტაფორა (მნიშვნელობა არ აქვს, პოეტური ნაწარმოებიდან იქნება ის თუ – პროზაული).
ესეებს შეაფასებს კომპეტენტური ჟიური და დაასახელებს სამ გამარჯვებულს,
მეოთხე გამარჯვებულს კი გამოავლენენ მკითხველები.

ესე უნდა იყოს სამიდან ექვს გვერდამდე (ჩათვლით)!
ესე უნდა გამოიგზავნოს PDF ფორმატში 20 აგვისტოდან 30 სექტემბრის ჩათვლით ელფოსტის მისამართზე: Lado.managadze@yahoo.com

უნდა მიეთითოს – სახელი, გვარი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი.
კონკურსის მონაწილეებთან შეხვედრა მოეწყობა ხილიანზე, ჭილაძეებთან – მწერლის სახლში.
გამარჯვებულ მონაწილეებს კი სამახსოვროდ გადაეცემათ თამაზ ჭილაძის წიგნები, არაუგვიანეს 30 სექტემბრისა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები