“ევექსის” კლინიკის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, მისი ინფიცირების წყარო ამ ეტაპზე უცნობია
“თბილისში „ევექსის“ კლინიკის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა”,- ამის შესახებ ინფორმაცია “კვირას” “ევექსის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დაუდასტურეს.
მათივე ცნობით, ინფიცირებული ახალგაზრდა ქალია, რომლის ინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია.
„ეს შემთხვევა რამდენიმე დღის წინ დაფიქსირდა. მასთან კონტაქტში მყოფი ყველა პირი დაავადებათა კონტროლის ცენტრის ეპიდემიოლოგების მიერ დროულად იდენტიფიცირდა და 17 ადამიანია საკარანტინე სივრცეში გადაყვანილი. საიდან დაინფიცირდა ქალი, ჯერჯერობთ უცნობია. კონტაქტში მყოფ ყველა პირს ჩაუტარდა ტესტირება, მათ შორის კლინიკის თანამშრომლებს და ყველას პასუხი უარყოფითია. “ევექსის“ კლინიკებში მუდმივად ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები და ამჯერად ეს პროცესი კიდევ უფრო გამკაცრებულ რეჟიმში ჩატარდა, რათა კორონავირუსული ინფექციის გავრცელების პრევენცია მოხდეს”,- განაცხადეს “ევექსის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.